👉 ბოლო პერიოდში, ბევრი სირთულე გადავლახეთ და წინ კიდევ დიდი ბრძოლა გვაქვს. ამ რთულ პერიოდში, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმედი, სითბო და საახალწლო განწყობა. მოდით, ერთად შემოვიტანოთ ახალი წლის სიხარული ჩვენს გულებში! ეს ჯადოსნური საღამო, ახალი წელი და ბედნიერება გვეკუთვნის ჩვენ – ქართველ ხალხს.
“საიდუმლო სანტის” ინსტრუქცია: შეიძინეთ პატარა საჩუქარი (1-დან 20 ლარის ფარგლებში). 31 დეკემბერს, ღამის 11:30-ზე, პარლამენტის წინ გაუცვალეთ ან გადაეცით საჩუქარი აქციის მონაწილეს. გავაზიაროთ სითბო და დადებითი ემოციები! საჩუქრის გადაცემის ლოკაცია : თბილისი, პარლამენტის შენობის წინ. ^^ სასურველია საჩუქრის შეძენა მოხდეს იმ კომპანიების დახმარებით, რომლებიც უერთდებიან აქციის მონაწილეებს.
კომპანიების სანახავად გამოიყენეთ ეს ჩამონათვალი: https://happyeuyear.ge/
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ კომპანიების ჩამონათვალით – https://www.freebusiness.ge/
თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests