👉 ახალი წლის ღამით ქართველი მეღვინეები, ჩვენი ღვინოებით დაგხვდებით იქ, სადაც ყოველდღე ვდგავართ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან!
დღეს ყველანი ვაცნობიერებთ, როგორ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გზას გადის ჩვენი სამშობლო. თანამებრძოლები რეჟიმის უკანონო ტყვეობაში არიან, ასობით ადამიანია სასტიკად ნაცემი, დარბეული, სამსახურიდან გათავისუფლებული.
ლხინის დრო მალე დაგვიბრუნდება, მანამდე კი, ამ სიმბოლურ აქციას ვუძღვნით ჩვენს თანამებრძოლებს, შევსვამთ საქართველოს წარსული დიდების, აწმყო ბრძოლისა და მომავალი გამარჯვების ერთ სადღეგრძელოს!
გელით მეღვინეები საქართველოს ყველა კუთხიდან, ქართული ვაზის ჯიშებისა და წყნარი და ცქრიალა ღვინოების მრავალხმიანობით!
მალე და მრავალჟამიერ გვეზეიმოს გამარჯვება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოგვიწევს რამდენიმე წესის მკაცრად დაცვა და ყველა სტუმარს გთხოვთ, ზედმიწევნით გაითვალისწინოთ:
1. თქვენ შეარჩევთ მხოლოდ ერთ ღვინოს
2. ჩვენ ვასხამთ მხოლოდ ერთ ჭიქას
3. ნასვამ სტუმრებს არ ვუსხამთ (ნასვამი ნუ შემოხვალთ)
4. არც ღვინიანი და არც ცარიელი ბოთლი შენობის გარეთ არ გადის.
5. ქუჩაში არავინ სვამს.