ქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ — 13 დეკემბერს, 13:00 – 14:00 საათამდე – 1 საათით ყველამ შეწყვიტოს მუშაობა და გავიდნენ გარეთ; საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტოს მუშაობა და გაჩერდეს ყველაფერი
„ოპოზიციის აქციებს ოპონენტები მუდამ აკრიტიკებენ დამსწრეების მწირი რაოდენობის გამო. ისინი ვერ ხედავენ 200 ათასიან აქციებს, ან არ სურთ, დაინახონ! ცხადია, ხალხმა არჩევანი საარჩევნო ყუთთან გამოხატა და ყველა გულშემატკივარი ყოველდღიურად აქციებზე ვერ დგას. ამ აქციით, კიდევ ერთხელ, საუკეთესოდ გამოჩნდება ერთიანობა, საყოველთაობა, რაც განაპირობებს მსგავსი აქციის აუცილებლობას. განგრძობით პროტესტთან ერთად, აუცილებელია ერთი მსგავსი „დიდი“ აქციაც, სადაც გაერთიანდება გაფიცვა და გამოსვლა 1 საათით. ყველა გავა გარეთ (მიმდებარე ქუჩაში, გზაზე, გამზირზე) და გაჩერდება ტრანსპორტი“ — ნათქვამია განცხადებაში