Ertobit Logo

“ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობას” | მილერი Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

“ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ სანქციები არის ერთადერთი ხელსაწყო, ჩვენი ხელსაწყოების ყუთში. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა… როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, თუ დააკვირდებით ჩვენს მიერ გადადგმულ ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავდით ქვეყანაში. ამის საპასუხოდ მკაფიოები ვიყავით. გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველო-აშშ-ის შორის, ამის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით…

ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ, საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე, თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ისე, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება და მართლაც – ეს მნიშვნელოვანია – მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი, არა? ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, გზა, რომლისკენაც მათი ხალხი მოუწოდებს. და დროდადრო, როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ.

ასე რომ, თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება. მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობა”

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. 

გააზიარე

სხვა რჩევები