პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური მედიის გარდა, ყველაფერს ერთი პარტია, “ქართული ოცნება” აკონტროლებს.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არსებული 3 ოპოზიციური მედიიდან ორს ფინანსური კრიზისი აქვს, რაც პროვოცირებულია.
“ყველაფერი საქართველოში არის კონტროლირებულო ერთი პარტიის მიერ ან ერთი ადამიანის მიერ, რთულია გარჩევა. რაც რჩება ამ კონტროლის გარეთ, ეს არის ოპოზიციური მედია, მინდა ამას ხაზი გავუსვა, რადგან 3 მედიიდან 2 არის ძალიან მძიმე ფინანსურ კრიზისში, რაც ასევე არის პროვოცირებული. რთულია ამის დამტკიცება, მაგრამ ეს არის ძალიან უცნაური”, – თქვა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას.