Ertobit Logo

ნაძვის ხე ნაცემი აქტივისტებისა და ჟურნალისტების ფოტოებით | პარლამენტთან პროტესტი დღესაც გრძელდება Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

პროტესტის მე-11 დღეს თბილისის მერია პარლამენტის წინ ნაძვის-ხეს დგამს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიცია მედიის წარმომადგენლებს, რომლებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე აქცია-მსვლელობა გამართეს, ნაძვის-ხესთან მიახლოების უფლებას არ აძლევდნენ.

ამ დროისთვის, ტერიტორიიდან გაყვანილია მანქანები, რომლებიც ნაძვის ხის აწყობაში იღებდნენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეებმა კი კონსტრუქციაზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ნაცემი აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფოტოები ჩამოკიდეს.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს.

ავტორი: დავით კობიძე

გააზიარე

სხვა რჩევები