Ertobit Logo

“მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება, სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა, ძალადობის შედეგად დაშავებულებს” | ნ. ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინიკა მზად არის უანგაროდ გაუწიოს დახმარება ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავებულებს.

“ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო  ცენტრი და მისი პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა –  ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა”, – წერია განცხადებაში

გააზიარე

სხვა რჩევები