10 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე შუალედში, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს – ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ავრცელებს.
ნონა ქურდოვანიძის თანახმად, ორგანიზაცია ცდილობს გაგებას, თუ სად გადაიყვანეს დაკავებულები.
„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება“, – დაწერა საიას თავმჯდომარემ.
„ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლსი წესით არის დაკავებული“, – წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუკზე.