Ertobit Logo

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

  • 365ნახვები

ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც ნდობა არ არსებობს არჩევნების, როდესაც ნდობა არსებობს ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია.

ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ამისთვის დავსახეთ, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით, სამართლებრივად, რათა ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცბად დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.

უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მოკლე გზაზე. და მივდივართ მოკლე გზით. ეს არის სიახლე ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარაა.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მანამდე მან ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა.

გააზიარე

სხვა რჩევები