“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ესტონეთის შემდეგ ირაკლი კობახიძეს და კიდევ 17 პირს სანქციები ლიეტუვამაც დაუწესა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული მკაფიო სიგნალია, რომ ევროკავშირი თვითმარქვია ხელისუფლებას არ ცნობს და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ახალი არჩევნებია.
სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. სანქცირებულია, მათ შორის, თვითმარქვია პრემიერი კობახიძე და მოძალადე რეჟიმის მსახური 17 პირი.
მოქმედი ე. წ. პრემიერის დასანქცირება არის იშვიათად მკაფიო სიგნალი, რომ ევროპული კავშირის სახელმწიფოები არ ცნობენ თვითმარქვია, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ აპირებენ მასთან რაიმე ფორმით თანამარომლობას.
ქართველმა ხალხმა დაუყონებლივ უნდა მიაღწიოს ახალ არჩევნებსა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას, – ამბობს გეგელია.
სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.