info

დაიტოვე
ინფო

ხელოვანების პროტესტი – მსახიობებმა რუსთაველის თეატრის წინ გზა გადაკეტეს Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

ხელოვანების პროტესტი – მსახიობებმა რუსთაველის თეატრის წინ გზა გადაკეტეს. მათი თქმით, ეს სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ცოტა ხანში, კი მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მანამდე, მსახიობებს თეატრის კარი ჩაუკეტეს – რუსთაველის თეატრის შესასვლელებს ახლა გომელაურის რაზმის ცოცხალი კედელი იცავს.

ხელოვანები კარს გარეთ დგაგან და ელოდებიან, როდის დართავს მათ ნებას თეატრის ხელმძღვანელი, რომ საჯარო დისკუსია გამართონ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

ადგილზე იმყოფებიან მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.

ხელოვანები ამბობენ, რომ უნდა გაიფიცოს ყველა, რადგან “ქვეყანა ომის რეჟიმშია და გამარჯვება აუცილებელია.“

უნდა გავიფიცოთ, ეს იქნება მძღოლი, მსახიობი, სასწრაფოს გარდა ყველა, რადგან ქვეყანაში კატასტროფული მგომარეობაა. ომის რეჟიმში ვართ დღეს და უნდა გავიმარჯვოთ. აქ შეკრება იმიტომ მოხდა, რომ რუსთაველის თეატრი არის სიმბოლო, ქართული თეატრის“, – ამბობს მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი.

იმ ადამიანებს, რომელბიც საკუთარ თავს მთავრობად აცხადებენ, ყოველგავრი ლეგიტიმაცია აქვთ დაკარგული. სიმბოლურია, ჩვენი რუსთაველის თეატრის წინ შკრება, რადგან ეს არის ეროვნული თეატრი და ეს არის ეროვნული კრება, სადაც შეგვიძლია ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და ვიმსჯელოთ გამოსავალზე“, – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, რობერტ სტურუამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ რუსთაველის ეროვნული თეატრი ხელოვნების ტაძარია და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში.

გააზიარე

სხვა რჩევები

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს Currency Icon

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

ვინ გეგმავს სპეცრაზმელების გამოკვებას | 300 000 ლარიან ტენდერში ერთი შეთავაზება შევიდა Currency Icon

“ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ” – აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს Currency Icon