info

დაიტოვე
ინფო

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.

ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე.

ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.

თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს.

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად.

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში.

ხელმომწერი მედიები: 

  • On.ge
  • Publika.ge
  • მედია აპრილი
  • Chai Khana Media
  • Entrepreneur Georgia
  • ტაბულა
  • knews.ge კახეთის ხმა
  • სამხრეთის კარიბჭე
  • რადიო “მარნეული”
  • EPN.ge
  • მაუწყებელი
  • პროექტი 64
  • OC Media
  • საგამოძიებო მედია ლაბი (IML)
  • “აი,ფაქტი”
  • Accent
  • bm.ge
  • ფლანგვის დეტექტორი
  • Civil.ge
  • ინტერნეტ-გაზეთი Metronome.ge
  • JAMnews

გააზიარე

სხვა რჩევები

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს Currency Icon

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

ვინ გეგმავს სპეცრაზმელების გამოკვებას | 300 000 ლარიან ტენდერში ერთი შეთავაზება შევიდა Currency Icon

“ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ” – აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს Currency Icon