info

დაიტოვე
ინფო

ოცნებაში ამჯერად სურთ, შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

ქართულ ოცნებაში ამჯერად სურთ, რომ შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ. ამ ინიციატივით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების წევრი არჩილ გორდულაძე გამოვიდა.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ე.წ სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია.

ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს”- თქვა მან.

ქართულმა ოცნებამ უკვე დააანონსა, რომ თვის ბოლოდან ამოქმედდება კანონი, რომელიც შეკრებების დროს ნიღბით სიარულს აკრძალავს. ასევე, განიხილავენ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებსაც.

გააზიარე

სხვა რჩევები

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს Currency Icon

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

ვინ გეგმავს სპეცრაზმელების გამოკვებას | 300 000 ლარიან ტენდერში ერთი შეთავაზება შევიდა Currency Icon

“ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ” – აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს Currency Icon