info

დაიტოვე
ინფო

კობახიძეს ტყუილში ესპანეთიც ამხელს Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

დე ფაქტო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ამხელს. როგორც გამოცემა ABC-სთან ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, საქართველოს მთავრობის განცხადება, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

“მინისტრ ალბარესის განცხადება ამ მხრივ ცალსახა იყო. ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ღიად დაგმო მოქალაქეთა დემონსტრაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა”, – განმარტეს მადრიდში.

დე ფაქტო პრემიერმინისტრის განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზეც გამოეხმაურა:

“ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით”.

დღეს დე ფაქტო პრემიერმა 5 ქვეყანას “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა. როგორც კობახიძე ამტკიცებდა, ეს ხუთი ქვეყანა – უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი – სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.

მან ასევე თქვა, რომ “უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”.

16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.

ამასთან, მან თქვა, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.

კერძოდ, მან თქვა, რომ “განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან”.

გააზიარე

სხვა რჩევები

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს Currency Icon

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

ვინ გეგმავს სპეცრაზმელების გამოკვებას | 300 000 ლარიან ტენდერში ერთი შეთავაზება შევიდა Currency Icon

“ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ” – აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს Currency Icon