info

დაიტოვე
ინფო

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ფორმულამ გაარკვია, რომ პირი, რომელიც გუშინ გიორგი ვაშაძეს თავს დაესხა, დავით ედიშერაშვილია. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად გიორგი ვაშაძემაც.

ფორმულას გადამღები ჯგუფი ვაზისუბანში იმყოფებოდა, დავით ედიშერაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დავით ედიშერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქუჩაში, მან კითხვებს არ უპასუხა.

17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც.

ფორმულამ მოიპოვა გიორგი ვაშაძის დიაგნოზი, რომლის თანახმადაც, მას აქვს თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე, ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის არის ღია ჭრილობა, ნიკაპის მიდამოს ექსკორიაცია.

გააზიარე

სხვა რჩევები

ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები Currency Icon

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს Currency Icon

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება Currency Icon

ვინ გეგმავს სპეცრაზმელების გამოკვებას | 300 000 ლარიან ტენდერში ერთი შეთავაზება შევიდა Currency Icon

“ველოდები ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ” – აქციაზე ნაცემ კუჭავას დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს Currency Icon