Ertobit Logo

სამედიცინო დაწესებულებები ჩვენს მხარდამხარ Currency Icon

Stars
277820278_116159104362829_8812600599375641237_n

აისი • AISI

უფასო საადვოკატო მომსახურება

🔹 მომატებულ სტრესულ ფონზე ხშირია შფოთვა და პანიკური შეტევები.
🫰აისი გთავაზობთ მარტივ სუნთქვით სავარჯიშოებს.
მეტის ნახვა
Stars
420094844_690542736588063_4857126708542336813_n

Cluster • კლასტერი

უფასო საადვოკატო მომსახურება

ნებისმიერი ჩვენგანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია ჩვენს გარშემო არსებულ რეალობაზე. დაძაბული და არაპროგნოზირებადი გარემო განსაკუთრებით აძლიერებს შფოთვებს.
იმედი გვაქვს, კლასტერის სტრესის მართვის ვიდეო-ლექციები გამოგადგებათ სტრესის ბიოლოგიური მექანიზმის შესწავლასა და საკუთარი ემოციების მართვაში.
მეტის ნახვა

+995 577 74 77 24

Hello@clustermodule.ge

Stars
391617464_704209225070006_3217297743819406074_n

Yoga Studio

უფასო საადვოკატო მომსახურება

გვჯერა, რომ საერთო მიზნისკენ ბრძოლის გზაზე თითოეული ჩვენგანის წვლილი უმნიშვნელოვანესია. იმ დროს, როცა ჩვენი მხნეობა, სიმყარე, გამძლეობა, სითბოსა და სიყვარულის გაზიარება, გამხნევება და ერთად დგომა გადამწყვეტია, მტკიცედ გვჯერა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, საკუთარი შინაგანი რესურსებისა და ენერგიის აღდგენაზე.

ამიტომაც ლუმოსში ვიწყებთ აქტივობების ახალ სერიას, სახელწოდებით, „იარე“, რომელიც ემსახურება დასვენებას, განტვირთვას, ძალებისა და ენერგიის მოკრებას.

სასურველ აქტივობებზე დონაციის პრინციპით შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენთვის მოსახერხებელი თანხა. შემოგვიერთდით და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს, მათ, ვისაც ფიქრობთ, რომ განსაკუთრებით სჭირდება ასეთი სახის დასვენება.

მეტის ნახვა

+995 595 62 00 01

Info4lumos@gmail.com

Stars
279907239_520769916420568_5653023884265955659_n

თსუ – ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

უფასო საადვოკატო მომსახურება

🔴 როგორ ამოვიცნოთ მწვავე სტრესული რეაქციები?
🔵 მძიმე ინციდენტის შემდეგ, თქვენ ოთხი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოგივლინდეთ მწვავე სტრესული მდგომარეობა. რომელიც შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:
✅ ემოციური რეაქციების გაყინვა, გაშეშება;
✅ საკუთარი თავისგან ან გარემოსგან გაუცხოვების განცდა;
✅ გარშემომყოფების ცნობის სირთულე (თითქოს ცნობიერება ვიწროვდება);
✅ ინციდენტის მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენების შეუძლებლობა;
✅ ინციდენტთან დაკავშირებული განმეორებით შემოჭრილი ფიქრები და მოგონებები, სიზმრები, რომლებიც მძიმე ემოციურ განცდებს იწვევს;
✅ უეცარი განცდა, რომ ინციდენტი მეორდება, რაც შესაბამის ემოციებს და ქცევას იწვევს;
✅ ჩაძინების სირთულე, ადრეული გამოღვიძება, ცუდი ძილი;
✅ გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
✅ საფრთხის მუდმივი განცდა, გადაჭარბებული სიფხიზლე, ძლიერი დაძაბულობა. ასევე, შიშის, შეკრთომის გაძლიერებული რეაქციები. აგზნება, მოუსვენრობა;
✅ მტკივნეულ მოვლენასთან დაკავშირებული საუბარის, აზრების, გრძნობების, აქტივობების, ადგილების, ადამიანების თავიდან არიდება.
📣 თუ აღნიშნული მდგომარეობა გახანგრძლივდა და გიჭირთ მასთან ჩვეული გზებით გამკლავება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვმართოთ კონსულტირებითვის ⤵️
მეტის ნახვა
Stars
304995281_592007632718530_7965838291349605888_n

Synergy Club • კლუბი სინერგია

უფასო საადვოკატო მომსახურება

🔸კლუბი სინერგია მიმდინარე აქციებზე დაზარალებულ ადამიანებს ურიგოდ სთავაზობს უფასო, კრიზისულ, ფსიქოლოგიურ, მომსახურებას.
🔹დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599807021, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00-დან 18:00 საათამდე
მეტის ნახვა

+995 599 80 70 21

clubsynergy.tbilisi@gmail.com

Stars
465171167_968003745371256_9131962061699211009_n

Kamara-კამარა

უფასო საადვოკატო მომსახურება

საპროტესტო აქციებისას დაზარალებულთათვის, კამარას ფსიქოთერაპევტი დავით მეზურნიშვილი უფასოდ ჩაატარებს EMDR ერთჯერად ჯგუფური თერაპიის სესიებს სპეციალური პროტოკოლით, რომელიც შემუშავებულია მიმდინარე ტრავმატული მოვლენებისგან გამოწვეული შფოთვის ინტენსივობის შემცირებისა და ფსიქიკური მდგრადობის სტაბილიზაციისთვის. (G-TEP Group Traumatic Episode protocol/R-TEP Recent Trauma Episode Protocol).
თითო ჯგუფში შესაძლებელია 10 ადამიანთან ერთდროულად მუშაობა.
მსურველებმა დარეკეთ კამარას ნომერზე: 599 23 90 02
მეტის ნახვა

+995 599 23 90 02

kamara.geo@gmail.com

Stars
468913513_556092310684373_5089100864727423028_n

დაო ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი

უფასო საადვოკატო მომსახურება

📢 განცხადება 📢
მიმდინარე მოვლენების ფონზე, თერაპიული ცენტრი “დაო” იწყებს უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფურ შეხვედრებს საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და რაც მთავარია ურთიერთმხარდაჭერა.
🌟 პროფესიონალი ფსიქოლოგების დახმარებით, შეხვედრებზე ვისაუბრებთ:
🔹 სტრესთან გამკლავების სტრატეგიებზე
🔹 ტრავმული გამოცდილების მართვის ტექნიკებზე
🔹 ემოციური სტაბილურობის შენარჩუნების გზებზე
🔹 უსაფრთხოების ზომებზე
❗ ამასთანავე, ვიწვევთ კოლეგებს – ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებსა და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის, შემოუერთდით ამ ინიციატივას. თქვენი პროფესიული გამოცდილება და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს.
🤩 მსურველები დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე:
მეტის ნახვა

+995 591 843 000

llc.dao.team@gmail.com

Stars
464177778_122185979138232639_5109780362717905294_n

My Med

უფასო საადვოკატო მომსახურება

Ⓜ️ სამედიცინო ცენტრი 𝐌𝐲 𝐌𝐞𝐝, გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს და ძალადობას!
✅ საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, აქციაზე დაზარალებულ პირებს მოვემსახურებით გამოძახებით ნებისმიერ ადგილას და დროს საჭირო სამედიცინო სერვისებით უფასოდ!
ძალა ერთობაშია!
მეტის ნახვა

+995 577 104 242

mymedmedicalcenter@gmail.com

Stars
365419356_682381907263808_850007738978186289_n

კლინიკა კურაციო – Curatio Clinic

უფასო საადვოკატო მომსახურება

კლინიკა კურაციოს თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას.
ვიზიარებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების სულისკვეთებას. ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ჟურნალისტების, ექიმების წინააღმდეგ.
კლინიკა კურაციო მზად არის უსასყიდლოდ ჩაუტაროს სამედიცინო მომსახურება აქციებზე დაზარალებულ ჩვენს თანამემამულეებს..
საქარველოს მომავალი ევროპაშია!
მეტის ნახვა

+995 322 430 101

info@curatio.ge

Stars
316950886_512530334236291_2150531348176709533_n

GCRT

უფასო საადვოკატო მომსახურება

GCRT აქციების დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს გაუწევს უფასო სამედიცინო დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ კრიზისულ და გრძელვადიან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
მეტის ნახვა

+995 0322 220 689

info@gcrt.ge

Stars
293975648_161895253046164_5607809659833900762_n

Raymann • რეიმანი

უფასო საადვოკატო მომსახურება

კლინიკა რეიმანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროინტეგრაციის კურსს. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი თანამოქალაქეების მისწრაფებას ევროპული ღირებულებებისკენ და ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა არ ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, უფასოდ გავუწიოთ დახმარება დაზარალებულებს.
🇬🇪🇪🇺 ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს.
მეტის ნახვა

0322 121 122

info@raymann.ge