“ქართული ოცნების” მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაემიჯნა ათასობით საჯარო მოხელე სამინისტროებიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, მერიებიდან, სააგენტოებიდან, ააიპ-ებიდან, სსიპ-ებიდან, საკრებულოებიდან და სხვა.
არასრული ჩამონათვალი უწყებებისა, რომლის თანამშრომლებიც გაემიჯნენ “ქართული ოცნების” მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას:
• საქართველოს პარლამენტი
• საგარეო საქმეთა სამინისტრო
• თავდაცვის სამინისტრო
• შინაგან საქმეთა სამინისტრო
• განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
• იუსტიციის სამინისტრო
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
• ფინანსთა სამინისტრო
• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
• ეროვნული ბანკი
• შემოსავლების სამსახური
• აქართველოს უზენაესი სასამართლო
• სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
• ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
• და სხვ.
ევროკავშირის 3-მა ქვეყანამ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 11 მაღალჩინოსანი:
1. ბიძინა ივანიშვილი
2. ვახტანგ გომელაური
3. შალვა ბედოიძე
4. იოსებ ჭელიძე
5. ალექსანდრე დარახველიძე
6. გიორგი ბუთხუზი
7. ზვიად ხარაზიშვილი
8. მილერი ლაგაზაური
9. მირზა კეზევაძე
10. ვაჟა სირაძე
11. თეიმურაზ კუპატაძე
ბულგარეთი – ოთარ ბერძენიშვილი
ნიდერლანდები – დავით სოლომონია
აშშ – დავით ზალკალიანი
ჩეხეთი – თეა მაისურაძე
იტალია – ირაკლი ვეკუა
ლიეტუვა – სალომე შაფაქიძე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია 30 ნოემბერს გადადგა.
“ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით…კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ”,-განმარტა მან.
2 დეკემბერს, თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ.
2 დეკემბერს სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა მარიამ პოსოშვილმა, შსს-ს სსიპ-ის “112”-ის თანამშრომელმა.
“მე შსს-ს სსიპ-ის “112”-ის რიგითმა თანამშრომელმა დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან. ფიცი რუსეთის წინაშე არ დამიდია, აღარ ვიქნები იმ რეჟიმს ნაწილი, რომელიც სასტიკი მეთოდებით უსწორდება თავისივე მოქალაქეებს. ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ვალდებულებაა ვემსახურო ქართველ ხალხს და ეს ხალხი ახლა, რუსთაველზე იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, გარუსების წინააღმდეგ. ჩემი ადგილი არის თქვენს გვერდით და არა, არ მეშინია!
ვემსახურები საქართველოს!!!”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარიამ პოსოშვილმა.
[განახლებული ინფორმაცია]
3 დეკემბერ, სამსახური დატოვა შსს-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა გიორგი გოგინაშვილმა.
“30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან”,-წერს შსს-ს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.