კიბერუსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ძლიერი პაროლის ქონა ან შედარებით უსაფრთხო წყაროების გამოყენება, როგორიცაა Signal. ჰაკერები ბევრნაირ გზას იყენებენ კომპიუტერში/მობილურში შეჭრის და ინფორმაციის მოსაპარად. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ჩვენი პერსონალური მონაცემების 100%-ით დაცვა, შესაძლებელია ბოროტმოქმედებისთვის საქმის გართულება (ქურდმა შეიძლება მაინც მოახერხებს სახლში შეჭრა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კარი არ ჩავკეტოთ).
რა თქმა უნდა, ჩვენი მოწყობილობების პაროლებით დაცვა აუცილებელია. შაბლონები, თითის ანაბეჭდები და სახის განბლოკვა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახერხებელია, მათი გვერდის ავლა ადვილია და შესაბამისად მათი გამოყენება რეკომენდებული არაა. ყოველთვის უკეთესია პაროლების ან 4 ნიშნა პინების გამოყენება.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ტელეფონის სისტემის განახლება (system updates), როცა განახლება ხელმისაწვდომია და სისტემა ამას გთავაზობთ. სისტემის პროვაიდერები განახლებებს ქმნიან და ავრცელებენ არა უბრალოდ ვიზუალის და ფუნქციების შესაცვლელად, არამედ შეცდომების და სისტემის უსაფრთხოებაში არსებული “ხვრელების” გამოსასწორებლად, რადგან მსგავსი “სისუსტეები” მარტივად შეიძლება გამოიყენონ ვირუსებმა და ჰაკერებმა. ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ ყველა პროგრამაზე, კომპიუტერზე და ბრაუზერზე, რომელიც განახლებას გთავაზობთ ან უბრალოდ ხელმისაწვდომია ის.
იყავით ძალიან ფრთხილად ტელეფონზე აპლიკაციების ჩამოტვირთვისას. ნუ ჩამოტვირთავთ აპებს არაოფიციალური წყაროებიდან და თუნდაც სანდო წყაროებიდან, ჩამოტვირთეთ ისინი ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ აპებს, როგორიცაა PDF სკანერები, QR კოდების სკანერები, მობილურის გამწმენდები და ვირუსებისგან დაცვის აპები. ხშირად, ეს აპლიკაციები შეიძლება თავად შეიცავდნენ ვირუსებს, ან აგროვებდნენ და ყიდდნენ თქვენს პირად ინფორმაციას. ყოველთვის დააკვირდით ინფორმაციას აპლიკაციების შესახებ და გამოიკვლიეთ ისინი ჩამოტვირთვამდე, რათა დაიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.
დაიცავით თქვენი მესინჯერები. ისეთ აპლიკაციებს რომლებშიც რეგისტრაციას მობილურის ნომრით გადიხართ, როგორიცაა ვათსაფი, ვაიბერი, სიგნალი და ტელეგრამი, დააყენეთ ორბიჯიანი ვერიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის არის რისკი, რომ ვინმე თქვენს ტელეფონის ნომერს თქვენ შეტყობინებებზე წვდომისთვის გამოიყენებს.
არ დააკლიკოთ შეტყობინებებში მოსული ნებისმიერ ლინკს ნებისმიერი წყაროდან, იქნება ეს შეტყობინება თქვენი საყვარელი მაღაზიიდან, გამოწერილი ამანათის შესახებ, თუ ვაკანსიის შესახებ. მაშინაც კი, და მითუმეტეს მაშინ თუ ძალიან ცნობილი ონლაინ მაღაზია გწერთ, საიდანაც რეალურად ელოდებით ამანათს. ბმულები ყველაზე გავრცელებული წყაროა ვირუსების გასავრცელებლად და ინფორმაციის მოსაპოვებლად.
არსებობს დაცული საიტი, სადაც შეგიძლიათ გახსნამდე გადაამოწმოთ ლინკები და ფაილები: