info

დაიტოვე
ინფო

რა უნდა გავითვალისწინოთ საპროტესტო აქციებზე ყოფნისას Currency Icon

უსაფრთხოება

1. კარგი იქნება, თუ წინასწარ გეცოდენიებათ დარბევისას სად არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეიძლება გადაინაცვლოთ დარბევისას;

2. წინასწარ გაარკვიეთ სად იდგებიან ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ პირველად დახმარებას გაზის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის ან ტრავმის ქონის შემთხვევაში;

3. შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდს – აღჭურვილობა, სადაც ჩამოთვლილია თქვენი უსაფრთხოებისათვის გამოსადეგი ნივთები

გადაღება

თუ დაიწყება აქციის დარბვა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გააკეთოთ, არის სპეცდანიშნულების რაზმების მიერ დარბევისას გამოვლენილი ​სისასტიკის გადაღება. დარბევის დაწყებისას გაამზადეთ ტელეფონები და დაიწყეთ გადაღება. დარბევისას უკან გაქცევისასაც შეარიალეთ ტელეფონი მოვლენების ეპიცენტრისკენ და გადაიღეთ. შეგიძლიათ არც უყუროთ რას იღებთ, გაიკვლიოთ გზა უსაფრთხო ადგილამდე და თან გადაიღოთ. არასდროს იცი წინასწარ რა აღმოჩნდება კადრში.

ჟურნალისტები ვერ ახერხებენ ყველაფრის ასახვას, რადგან შესაძლოა იმ მომენტში კამერა მიტრიალებული იყოს სხვა მიმართულებით და ძალადობა იქმადე დასრულდეს, სანამ ოპერატორი დაინახავს და მიატრრიალებს კამერას.

ხარებას სპეცრაზმი

როგორც წესი დარბევას ანხორციელებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი, რომელსაც “ხარებას” სპეცრაზმს ეძახიან. ეს რაზმი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით.

თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს სპეცრაზმი მისთვის სახასიათო ჩაცმულობით – მთლიანად შავი ტანსაცმელი, შედარებით მსუბუქად დაჯავშნილი, ზოგი მათგანი შეიარაღებულია ხოლმე.

როდესაც შსს-ს ძალები უკან ხდება ხარებას სპეცრაზმის დიდი რაოდენიბით კონცენტრირება, როგორცც წესი ამას მოყვება დარბევა. მიაქციეთ ამას ყურადღება. ეცადეთ სიტუაციის საქმის კურსში იყოთ.

რობოკოპები

ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, რობოკოპების დიდი ნაწილი არიან წვევამდელები. ბევრ მათგანს არ აქვს სურვილი ხალხის წინააღმდეგ იდგნენ, მაგრამ ამას თუ არ შეასრულებენ, მათ მიერ მკაცრ სასჯელს გამოიყენებენ.

მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სისასტიკით, მაგრამ მთლიანობაში რობოკოპების მიერ გამოხატული ძალადობა როგორც წესი ბევრად ნალებია, ვიდრე “ხარებას” რაზმის.

რობოკოპების აღჭურვილობის წონა ჩვენი ინფორმაციით 25 კილოს შეადგენს. მათთვის დიდი ხანი დგომაც კი საკმაოდ დამღლელია.

კორდონი

შსს-ს მიერ გაკებული გზის გადაკეტვა ძირითადად ხდება შემდეგი წყობებით:

დარბევა

ძირითადად, როდესაც ხარებას რაზმი აპირებს ხალხის დარბევას, ისინი დიდი რაოდენობით გროვდებიან რობოკოპების უკან. შემდეგ, რობოკოპები აკეთებენ პირველად მიწოლას და გზას აძლევენ ხარებას რაზმს.

შსს ხმოვან გაფრთხილებას დარბევამდე ყოველთვის არ მიმართავს.

დარბევისას ხარებას რაზმი ძირითადად მიუძღვის წინ რობოკოპებს. თუ მოკლე დროიანი დარბევაა, რამდენიმე ადამიანის ცემის და დაკავების შემდეგ, შედიან ისევ ფარების უკან.

დარბევისას იყურეთ გარშემო და მოერიდეთ ფარებთან ახლოს ყოფნას. ხირად ფარების უკნიდან გამოდიან ხარებას რაზმის წევრები, სწრაფად ბოჭავენ აქციის მონაწილეებს და შეყავთ ფარების უკან.

გააზიარე

სხვა რჩევები

კიბერუსაფრთხოება Currency Icon

კომუნიკაცია Currency Icon

როგორ ვიპოვნოთ დაკავებული მეგობარი Currency Icon

რისი უფლება გაქვს, თუ აქციაზე დაგაკავეს Currency Icon

რა ხდება როცა გაკავებენ აქციაზე Currency Icon

აქციაზე გამოსადეგი აღჭურვილობა Currency Icon