Ertobit Logo

რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს Currency Icon

სიახლე

04 / 11 / 2024

ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, ახალ კონგრესს MEGOBARI აქტი იანვარშივე წარუდგინოს.

“კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, ახალ კონგრესს ჯერ კიდევ იანვარში ხელახლა წარუდგინოს MEGOBARI აქტი, ეს დღეს კონგრესიდან სამმა წყარომ დამიდასტურა.

კანონპროექტი იმ პირების სანქცირებას მოითხოვს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან”. – წერს რაუფოღლუ X-ზე.

რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის შემუშავებული MEGOBARI აქტი რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს მოიცავს.

გააზიარე

სხვა რჩევები