ყაველაშვილი კონტროვერსიული ფიგურაა და დაცინვის საგანია მომიტინგეებს შორის – ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NOS-ი წერს. ოლიგარქის ხმოსნების მიერ დანიშნულ პრეზიდენტს ნიდერლანდური გამოცემა NOS-ის კორესპონდენტი მიტრა ნაზარი ივანიშვილის მარიონეტად მოიხსენიებს.
„ყაველაშვილი კონტროვერსიული ფიგურაა და დაცინვის საგანია მომიტინგეებს შორის. ის არც პროფესიონალი ფეხბურთელობის დროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტალანტით. ხალხი მას უზრდელსა და გაუნათლებელსაც უწოდებს.
ის, რომ მმართველი პარტია მას პრეზიდენტად ასახელებს, კრიტიკულად განწყობილი ქართველებისთვის რეალური ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება ავლენს თავის ნამდვილ სახეს და რომ პრორუსული კურსის უარყოფა უკვე შეუძლებელია.
ყაველაშვილი ავტორიტარი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია, რომელიც მას კულისებიდან მართავს.” – წერს მიტრა ნაზარი.