“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ე.წ სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია.
ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს”- თქვა მან.
ქართულმა ოცნებამ უკვე დააანონსა, რომ თვის ბოლოდან ამოქმედდება კანონი, რომელიც შეკრებების დროს ნიღბით სიარულს აკრძალავს. ასევე, განიხილავენ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებსაც.