ოზურგეთში მორიგი საპროტესტო აქცია სახელწოდებით ”არა მოძალადე რეჟიმს” გაიმართა. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმის და ქვეყანაში ტერორს ამყარებს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული პირების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნებია. მოქალაქეებმა მშვიდობიანი მსვლელობით ჯერ პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი აქცია ადმინისტრაციულ შენობასთან დაასრულეს.